კელი დეგნანი - არის ბრძოლის ბევრი გზა, თუ ფიქრობ, რომ არსებობს უსამართლობა, აქტიურად მოვუწოდებთ ყველას, ასეთი ბრძოლა მიმდინარეობდეს დემოკრატიულ ინსტიტუტებში, რომელსაც საქართველო აშენებს
არსებობს ბრძოლის ბევრი გზა, თუ ფიქრობ, რომ არსებობს უსამართლობა, აქტიურად მოვუწოდებთ ყველას, ასეთი ბრძოლა მიმდინარეობდეს დემოკრატიულ ინსტიტუტებში, რომელსაც საქართველო აშენებს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„იმედი მაქვს, ამომრჩევლები შეძლებენ, რომ ჰქონდეთ ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ. ვფიქრობ, გასულ წელს ვნახეთ, რომ ამგვარი არასტაბილური, დაყოფილი და პოლარიზებული პოლიტიკური სიტუაცია აფერხებს მთელ ქვეყანას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ პროგრესს, კოვიდთან და სხვა გამოწვევებთან გამკლავებას, რომელიც ამ ქვეყნის წინაშეა. არსებობს ბრძოლის ბევრი გზა, თუ ფიქრობ, რომ არსებობს უსამართლობა. ჩვენ აქტიურად მოვუწოდებთ ყველას, რომ ასეთი ბრძოლა მიმდინარეობდეს ინსტიტუტებში, დემოკრატიულ ინსტიტუტებში, რომელსაც საქართველო აშენებს, როგორიც პარლამენტია. ეს არის ცვლილებებისთვის ბრძოლის ადგილი. ქართველი ამომრჩეველი ირჩევს ოფიციალურ პირებს, რომ მათ იმუშაონ და მათი ხმები ისმოდეს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.