„ტოტენჰემის” ფორვარდი ჰარი კეინი ინგლისის პრემიერლიგის დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
ინფორმაციას ამის შესახებ კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.
დეკემბერში 24 წლის ფეხბურთელმა ექვს მატჩში რვა გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ კეინი კარიერაში მეექვსედ გახდა საუკეთესო ფეხბურთელი. ამ მაჩვენებლით, ის გაუთანაბრდა “ლივერპულის” ლეგენდას სტივენ ჯერარდს.
კეინის გარდა, თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე პრეტენზიას აცხადებდნენ: მოჰამედ სალაჰი, რობერტო ფირმინო (ორივე – “ლივერპული”), მარკო ალონსო (“ჩელსი”), მარკო არნაუტოვიჩი (“ვესტ ჰემი”), ჯესი ლინგარდი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), რიად მაჰრეზი (“ლესტერი”) და ნიკოლას ოტამენდი (“მანჩესტერ სიტი”).