კავკასიის უნივერსიტეტში ექსპორტის მენეჯმენტის საფუძვლების ონლაინ კურსის პრეზენტაცია გაიმართა
კავკასიის უნივერსიტეტში ექსპორტის მენეჯმენტის საფუძვლების ონლაინ კურსის პრეზენტაცია გაიმართა

კავკასიის უნივერსიტეტში ექსპორტის მენეჯმენტის საფუძვლების ონლაინ კურსის პრეზენტაცია და ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის შემაჯამებელი გალა ღონისძიება გაიმართა.

ექსპორტის მენეჯმენტის საფუძვლების ონლაინ კურსი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) ფარგლებში, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ კომპანია მაინდვორქსთან თანამშრომლობით შეიმუშავა. აღნიშნული განთავსდება როგორც სააგენტოს ვებგვერდზე, ასევე, იუთუბსა და კიდევ ორ სხვა პლატფორმაზე. ონლაინ ტრენინგების შემუშავებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები დარგის ექსპერტები.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ეს არის პირველი, სრულყოფილი ონლაინ ანიმირებული ტრენინგი, რომელიც მთლიანად ფარავს ექსპორტთან დაკავშირებულ საბაზისო საკითხებს. კურსი აერთიანებს 10 მოდულს, მათ შორის ინკოტერმსის პირობებს, საქართველოს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკას (თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებებს), ბაზარზე შეღწევის სტრატეგიულ გეგმას და სხვა. აღსანიშნავია, რომ ონლაინ ტრენინგენს ასევე აქვს საკითხავი ვერსია. მომხმარებელს შეუძლია თავისუფლად ჩამოტვირთოს და ამ გზით გაიღრმავოს ცოდნა.

პრეზენტაციის დასრულებისთანავე, ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინიციატივით და კავკასიის ბიზნეს სკოლის მხარდაჭერით, ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი უკვე მეექვსედ განხორციელდა. ქართული ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს მიეცათ შესაძლებლობა აემაღლებინათ ცოდნა, განევითარებინათ საჭირო უნარ-ჩვევები და დაემყარებინათ მნიშვნელოვანი კავშირები მათთვის რელევანტურ კომპანიებთან. კურსის ფარგლებში, 40 ექსპორტის მენეჯერის გადამზადება მოხდა.

ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.