კატარის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ბოლო სამი-ოთხი კვირაა, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს
ბოლო სამი-ოთხი კვირაა, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, – ამის შესახებ კატარის პრემიერ-მინისტრმა, მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანიმ განაცხადა.
კატარის პრემიერ-მინისტრის თქმით, ბოლო სამი-ოთხი კვირის განმავლობაში არ ყოფილა არანაირი საუბარი ან რომელიმე მხარესთან ჩართულობა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად.
„რაც შეეხება მოლაპარაკებების პერსპექტივებს, ბოლო სამი-ოთხი კვირის განმავლობაში საერთოდ არ ყოფილა რაიმე საუბარი ან ჩართულობა და ჩვენ უბრალოდ ვმოძრაობთ ერთ წრეზე ყველა მხარის დუმილის ფონზე“, – განაცხადა მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანიმ.
შეგახსენებთ, კატარი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებდა.