კატალონიის ყოფილი ლიდერის ესპანეთში ექსტრადიციაზე გადაწყვეტილებას გერმანიის პროკურატურა მიიღებს
კატალონიის ყოფილი ლიდერის ესპანეთში ექსტრადიციაზე გადაწყვეტილებას გერმანიის პროკურატურა მიიღებს

კატალონიის ყოფილი ლიდერის ესპანეთში ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილებას გერმანიის პროკურატურა მიიღებს. ამის შესახებ გერმანელი სამართალდამცავები იტყობინებიან. გავრცელებული ცნობით, კარლეს პუიჩდემონი დღეს გერმანიაში ერთ-ერთ გზატკეცილზე დააკავეს, როდესაც ის მანქანით გადაადგილდებოდა.
გერმანიის პროკურატურაში ჯერ მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

შეგახსნებთ, რომ კარლეს პუიჩდემონი ამ დრომდე ბელგიაში იმყოფებოდა. თუმცა გუშინ ცნობილი გახდა, რომ ის ფინეთში ჩავიდა, საიდანაც მოგვიანებით ბრიუსელში გაემგზავრა. დღეს ის დანიიდან საზღვრის გადაკვეთის დროს გერმანიის პოლიციამ დააკავა.

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ პუიჩდემონს ბრალად კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ უკანონო რეფერენდუმის გამართვა წაუყენა და მის დაპატიმრების ბრძანება გასცა. მას ამბოხსა და კანონიერი ხელისუფლების დაუმორჩილებლობაში სდებენ ბრალს.