კარლეს პუიჩდემონი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატმა მოინახულა
კარლეს პუიჩდემონი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატმა მოინახულა

კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუიჩდემონის ადვოკატი ჩრდილოეთ გერმანიაში სასჯელაღსრულების იმ დაწესებულებაში მივიდა, სადაც პუიჩდემონი ჰყავთ დაკავებული.

კატალონიის ყოფილი ლიდერი გერმანული სასამართლოს წინაშე ორშაბათს დილით წარდგა, სადაც გაცხადდა კიდეც, რომ ის მანამდე იქნება პატიმრობაში, სანამ მისი ესპანეთში ექსტრადირების საკითხი გადაწყდება.

კიდევ ერთი გერმანული სასამართლო განიხილავს, უნდა დააკმაყოფილოს თუ არა გერმანიამ ესპანეთის მოთხოვნა პუიჩდემონის გადაცემის შესახებ. ქალაქ შლესვიგის პროკურატურის სპიკერის განცხადებით, დიდი ალბათობით, ამ გადაწყვეტილებას აღდგომამდე არ მიიღებენ.

პუიჩდემონი გერმანიაში პარასკევს დანიიდან გადავიდა, სადაც ის ესპანეთის უზენაესი სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე დააკავეს.

კატალონიის ყოფილ ლიდერს, რომელმაც ხუთი თვის წინ ბელგიას შეაფარა თავი, სამშობლოში 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.