ბარსელონაში პოლიციასთან შეტაკებისას 50-მდე დემონსტრანტი დაშავდა
ბარსელონაში პოლიციასთან შეტაკებისას 50-მდე დემონსტრანტი დაშავდა

ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. აქციის მონაწილეები კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუიჩდემონის გერმანიაში დაკავებას აპროტესტებდნენ.

ბარსელონის ქუჩებში ათობით ათასი კატალონიელი გამოვიდა. მათი უმეტესობა ყოფილი ლიდერის მხარდასაჭერად ყვითლად იყო შემოსილი. მათ ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს შეძახილებით – „პუიჩდემონი ჩვენი პრეზიდენტია“, „თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს“.

ესპანეთის ცენტრალური მთავრობის დელეგაციის სიახლოვეს აქციის სამი მონაწილე დააკავეს, 50-მდე დემონსტრანტმა კი პოლიციასთან შეტაკებებისას დაზიანებები მიიღო.

დემონსტრანტები სპეცრაზმს დაუპირისპირდნენ და ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს, რომელთა დახმარებითაც კორდონის გარღვევას ცდილობდნენ.