კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი ბარსელონაში დაბრუნდა, მას პოლიცია ეძებს
კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი ბარსელონაში დაბრუნდა, მას პოლიცია ეძებს.
„ბიბისის“ ცნობით, პუჩდემონს ესპანეთში პატიმრობა ემუქრება. იგი ბრალდებულია 2017 წელს კატალონიის დამოუკიდებლობის თაობაზე ჩატარებული რეფერენდუმის საქმეზე. პუჩდემონი 2017 წლიდან ესპანეთიდან გახიზნულია და ძირითადად ბრიუსელში ცხოვრობს.
„ბიბისის“ ცნობით, დღეს კატალონიის ყოფილი ლიდერი ბარსელონაში ადგილობრივი პარლამენტის შენობასთან გამოჩნდა და მხარდამჭერებს მიმართა. პუჩდემონის თქმით, რეფერენდუმის ჩატარება არ იყო დანაშაული და არასდროს იქნება.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ბევრი ელოდებოდა რომ კარლეს პუჩდემონი დღეს კატალონიის ახალი ლიდერის დანიშვნის ცერემონიალს დაესწრებოდა, თუმცა პარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე ის არ შეუნიშნავთ.
პოლიციაში აცხადებენ, რომ პუჩდემონის დაკავების მიზნით ოპერაცია უკვე დაწყებულია და ბარსელონიდან გასასვლელები ჩაკეტეს.