კატალონია ესპანეთის პრემიერს კიდევ ერთი რეფერენდუმის ჩატარებას მოსთხოვს
კატალონია ესპანეთის პრემიერს კიდევ ერთი რეფერენდუმის ჩატარებას მოსთხოვს

კატალონიის რეგიონის ხელმძღვანელი კიმ ტორა აცხადებს, რომ ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან მისი პირველი თხოვნა, დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებასთან იქნება დაკავშირებული. ლიდერები ერთმანეთს 9 ივლისს მადრიდში ხვდებიან.

„ბოლოს და ბოლოს, ვიღაც დაჯდა მოლაპარაკების მაგიდასთან. თუ ამ პრობლემის გადაჭრა არ გვსურს, შეხვედრებს აზრი არ აქვს“,-განაცხადა კიმ ტორამ.

თავის მხრივ ესპანეთის პრემიერმა, პედრო სანჩესმა აღნიშნა, რომ თვითგამორკვევა რეგიონის გახლეჩვას გამოიწვევს.

შეგახსენებთ, 2 ივნისს კატალონიის ახალმა ხელმძღვანელმა ფიცი დადო, რითაც რეგიონზე მადრიდის 7 თვიანი პირდაპირი მმართველობა დასრულდა.