კაშია და „სლოვანი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ #1TVSORT
კაშია და „სლოვანი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ #1TVSORT

გურამ კაშია და ბრატისლავის „სლოვანი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდნენ. სლოვაკეთის ჩემპიონი სტუმრად „სტრუგას“ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

გურამ კაშია, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გუნდს ლამის შესვენების გარეშე, 10 დღეში დაუბრუნდა, კვლავ „სლოვანის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და პროფესიონალიზმის მაგალითი კიდევ ერთხელ აჩვენა.

ჩრდილომაკედნიურმა კლუბმა პირველი მატჩი 2:4 წააგო და მეტოქეს ამჯერადაც ვერაფერი მოუხერხა. ვლადიმირ ვაისმა ანგარიში მე-9 წუთზე გახსნა, 34-ე წუთზე რისტევსკიმ ავტოგოლი გაიტანა და სლოვაკები 2:0 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში „სტრუგამ“ ერთი გოლი გაქვითა.

საბოლოოდ, „სლოვანმა“ ორი მატჩის ჯამში 6:3 (4:2, 2:1) მოიგო და ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.