კარლ ჰარცელი - გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს
კარლ ჰარცელი - გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

დიპლომატმა განცხადება „ტვიტერის“ გვერდზე გაავრცელა.

„გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! ევროპის ერებმა საქართველოს დამოუკიდებლობა მისი გამოცხადებისთანავე 101წლის წინ აღიარეს და დღეს ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას, ისე ძლიერად, როგორც არასდროს და განაგრძობს საქართველოს და მისი მოქალაქეების მხარდაჭერას“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ჰარცელი „ტვიტერით“ ავრცელებს.

განცხადებას თან ახლავს ვიდეო მიმართვაც, რომელიც მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთანაა ჩაწერილი.

„სწორედ ამ შენობაში, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა კრებამ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. რეზონანსული იდეოლოგიური დებატები, პროგრესული კონსტიტუცია და ლიდერი ქალების აქტიური ჩართულობა. ყველაფერი ეს თავისუფლების მოყვარული ერის სწორ ხედვას განაპირობებს. მაშინ, ევროპის ქვეყნებმა საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარეს. დღეს კი, ევროპელი ხალხი და ევროკავშირი, ისევ დგას საქართველოს გვერდით. ისე ძლიერად, როგორც არასდროს. გაუმარჯოს დამოუკიდბელ საქართველოს“, – ამბობს საქართველოში ევროკავშირის ელჩი.