კაპიტოლიუმის შტურმის მონაწილეს, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმა ედებოდა ბრალად, ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯეს
6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის ერთ-ერთ მონაწილეს, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმა ედებოდა ბრალად, ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლოს ცნობით, ვაშინგტონის შტატის მცხოვრებმა, დელვინ თომფსონმა კაპიტოლიუმში შეჭრის მცდელობისას პოლიციელს თავში ხელკეტი ჩაარტყა.
თომფსონი უკვე დაკავებულია. ის ბრალს აღიარებს, რის გამოც ციხეში გატარებული დრო სასჯელის ვადას გამოაკლდება. ბრალდებულის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ერთწლიან პატიმრობას ითხოვდა და ამტკიცებდა, რომ თომფსონი აუტისტია და კარგად ვერ აანალიზებდა, რა ხდებოდა 6 იანვარს კაპიტოლიუმთან.
„აუტიზმი არ არის და არ შეიძლება, იყოს ცუდი ქცევის გამამართლებელი მიზეზი. ეს შესაძლოა, გათვალისწინებული იყოს, როდესაც ეჭვქვეშ დგება ადამიანის ბრალეულობა და მისი სოციალური ქცევის გაგება“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
გასულ კვირას კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე კიდევ ერთ ბრალდებულს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ბრალდებული ფლორიდის მაცხოვრებელია. სასამართლოს ცნობით, მან სამართალდამცველს ცეცხლლმაქრი ესროლა. სულ კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე ბრალი 700-ზე მეტ ადამიანს აქვს წარდგენილი.