კაპიტოლიუმის შტურმის მონაწილე შამანს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
კაპიტოლიუმის შტურმის მონაწილე შამანს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის მონაწილე კონსპიროლოგ შამანს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ჯეიკობ ჩენსლი სასამართლოს წინაშე დღეს წარსდგა. ჩენსლიმ სახელმწიფო მოხელეებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალი ჯერ კიდევ სექტემბერში აღიარა.

პროკურატურამ სასამართლოს ჩენსლის 51 თვით დაპატიმრების მოთხოვნით მიმართა.

აღსანიშნავია, რომ პატიმრობაში ყოფნისას კონპიოროლოგ შამანს შიზოფრენიის, ბიპოლარული აშლილობისა და დეპრესიის დიაგნოზი დაუსვეს.

6 იანვარს ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.

დატოვე კომენტარი