6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის მონაწილე კონსპიროლოგ შამანს 41 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის მონაწილე კონსპიროლოგ შამანს 41 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის მონაწილე კონსპიროლოგ შამანს 41 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს.

ჯეიკობ ჩენსლიმ სახელმწიფო მოხელეებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალი ჯერ კიდევ სექტემბერში აღიარა.

„ის, რაც თქვენ ჩაიდინეთ, საშინელება იყო. ეს იმდენად სერიოზული საქციელია, რომ ვერ გავამართლებ სასჯელის შემცირების რეკომენდაციას“, – აღნიშნა მოსამართლემ, როის ლამბერტმა.

თავად ჩენსლიმ განაცხადა, რომ ის კარგი პიროვნებაა, რომელმაც კანონი დაარღვია. მან მოსამართლეს მოუწოდა, „ხე მისი ფესვების მიხედვით განსაჯოს“ განაჩენის გამოტანისას.

„მე არანაირად არ წარმოვადგენ მოძალადე კრიმინალს. მე არ ვარ ამბოხებული. რა თქმა უნდა, მე არ ვარ საშინაო ტერორისტი. ვიმედოვნებ, რომ თქვენ ხედავთ ჩემს გულს. მე შეცდომა დავუშვი კაპიტოლიუმში შესვლისას. ამას გამართლება არ აქვს.ა ხლა, როდესაც უკან ვიხედები, 6 იანვარს ყველაფერს განსხვავებულად გავაკეთებდი. მე მთელი გულით და სულით ვეცდებოდი, შემეჩერებინა ხალხი“, -განახადა ბრალდებულმა.

აღსანიშნავია, რომ პატიმრობაში ყოფნისას კონსპიროლოგ შამანს შიზოფრენიის, ბიპოლარული აშლილობისა და დეპრესიის დიაგნოზი დაუსვეს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შტურმით შეიჭრნენ. ამ მოვლენების დროს დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი.