კანში პრიმა ბალერინა ირმა ნიორაძის ორგანიზებით, მშვიდობის თემისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი გაიმართა
საფრანგეთის ქალაქ კანში, ფრანგული პალე დე ფესტივალის ფარგლებში, პრიმა ბალერინა ირმა ნიორაძის ორგანიზებით, მშვიდობის თემისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი გაიმართა.
კონცერტში ბალეტის ვარსკვლავებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების სამხატვრო ხელმძღვანელი ქართველი პრიმა ბალერინა, მარიინსკის თეატრის ვარსკვლავი ირმა ნიორაძე იყო.
ღონისძიებაზე „საუკეთესო ბალეტის ერთი საღამო“ – კლასიკური და თანამედროვე ბალეტის რეპერტუარი წარმოადგინეს ვენის, ესპანეთის, სლოვენიის, ინგლისის, ამსტერდამის, უკრაინის ეროვნული ბალეტის ვარსკვლავებმა.
ორგანიზატორების განცხადებით, ქართველების დიდი წარმატება და გამარჯვებაა, როდესაც ბრწყინვალე ადგილზე, სადაც კანის ფესტივალი ტარდება, საბალეტო გალა კონცერტს ქართველი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს.