ირმა ნიორაძე - ჩამოვედი საქართველოში, რომ მხარი სალომე ზურაბიშვილს დავუჭირო და ჩემი ხმაც არ დაიკარგოს
ირმა ნიორაძე - ჩამოვედი საქართველოში, რომ მხარი სალომე ზურაბიშვილს დავუჭირო და ჩემი ხმაც არ დაიკარგოს

პრიმა-ბალერინა ირმა ნიორაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სამშობლოში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.

„დღეს დავბრუნდი მონტე კარლოდან!

მიმაჩია, რომ ეს ჩემი ვალდებულებაა!

მიმაჩნია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა უნდა გაიმარჯვოს!

მყარად ვარ დარწმუნებული, რომ სიმართლეს, სამშობლოს სიყვარულს, პროდასავლურობას, ღირსებას ალტერნატივა არ აქვს!

კიდევ უფრო მყარად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ყველაფერს ტყუილი, სიძულვილის ენა, ცილისწამება, ფსევდოპატრიოტიზმი, შეურაცხყოფა და მათზე დამყარებული კამპანია ვეღარასდროს დაამარცხებს!

ჩამოვედი იმიტომ, რომ მხარი სალომე ზურაბიშვილს დავუჭირო და ჩემი ხმაც არ დაიკარგოს!

მივალ და შემოვხაზავ 48-ს!!!“, – წერს პრიმა-ბალერინა „ფეისბუქში“.