კანადის მისია ნატო-ში - საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობა მთელი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში გვეხმარება
კანადის მისია ნატო-ში - საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობა მთელი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში გვეხმარება

საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობა მთელი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში გვეხმარება. ამის შესახებ ნათქვამია ნატო-ში კანადის მისიის „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ჩვენ კმაყოფილები ვართ ნატო-ს პარტნიორებთან – საქართველოსა და უკრაინასთან ვირტუალური შეხვედრით.

ჩვენი პრაქტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობა საქართველოსა და უკრაინასთან გვეხმარება მთელი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ერთად ჩვენ ძლიერები ვართ“, – აღნიშნულია განცხადებაში.