კანადის მისია ნატო-ში – საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობა მთელი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში გვეხმარება
საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობა მთელი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში გვეხმარება. ამის შესახებ ნათქვამია ნატო-ში კანადის მისიის „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„ჩვენ კმაყოფილები ვართ ნატო-ს პარტნიორებთან – საქართველოსა და უკრაინასთან ვირტუალური შეხვედრით.
ჩვენი პრაქტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობა საქართველოსა და უკრაინასთან გვეხმარება მთელი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ერთად ჩვენ ძლიერები ვართ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
🇨🇦 was pleased to meet virtually with #NATO partners 🇬🇪 and 🇺🇦 at today’s NATO Foreign Ministers’ meeting. Our practical and political cooperation with Georgia and Ukraine helps ensure the security of the entire Black Sea region. #StrongerTogether pic.twitter.com/q5V325ikWZ
— Canada at NATO 🇨🇦 (@CanadaNATO) December 2, 2020