კანადაში ტყის მასშტაბური ხანძარის გამო დაახლოებით ათი ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
კანადაში, ალბერტის პროვინციაში ტყის მასშტაბური ხანძარია. ცეცხლის ქრობის პროცესში დაახლოებით 2 700 მეხანძრე, მათ შორის ამერიკელი და კანადელი მაშველები და კანადის სამხედრო პერსონალია ჩართული.
კანადის საგანგებო სამსახურების ცნობით, ხანძრის 94 აქტიური კერაა დაფიქსირებული. ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოების გამო ალბერტის პროვინციის დაახლოებით ათი ათასი მცხოვრებელი სახლებიდან ევაკუირებულია.
კანადის ხელისუფლებამ მოსახლეობა მომდევნო დღეების განმავლობაში მოსალოდნელი ცხელი და მშრალი ამინდის გამო ცეცხლის ახალი კერების გაჩენის საშიშროების შესახებ გააფრთხილა.