კანადაში პოლიგამიისთვის ორი მამაკაცი გაასამართლეს.
ბრიტანეთის კოლუმბიის სასამართლომ მრავალცოლიანობისთვის უინსტონ ბლეკომორსა და ჯეიმს ოლერს შინაპატიმრობა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიუსაჯა.
უინსტონ ბლეკმორს 24, ჯეიმ ოლერს კი 5 ქალთან ქორწინებაში ედება ბრალი.
უინსტონ ბლეკმორი პირველად 1975 წელს დაქორწინდა. მისი მეუღლეებიდან ოთხი, დაქორწინების მომენტში 15 წლის იყო.
დღეისათვის 61 წლის ბლეკმორს 149 შვილი ჰყავს.