კანადაში ორი მამაკაცი პოლიგამიისთვის გაასამართლეს

18:07, 28.06.2018

კანადაში პოლიგამიისთვის ორი მამაკაცი გაასამართლეს.

ბრიტანეთის კოლუმბიის სასამართლომ მრავალცოლიანობისთვის უინსტონ ბლეკომორსა და ჯეიმს ოლერს შინაპატიმრობა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიუსაჯა.

უინსტონ ბლეკმორს 24, ჯეიმ ოლერს კი 5 ქალთან ქორწინებაში ედება ბრალი.

უინსტონ ბლეკმორი პირველად 1975 წელს დაქორწინდა. მისი მეუღლეებიდან ოთხი, დაქორწინების მომენტში 15 წლის იყო.

დღეისათვის 61 წლის ბლეკმორს 149 შვილი ჰყავს.

  

 

მსგავსი