კანადაში ორი კათოლიკური ეკლესია დაიწვა. მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში მოხდა.
ადგილობრივი პოლიცია ეკლესიების დაწვის შემთხვევებს საეჭვოდ მიიჩნევს, ვინაიდან კანადაში „მკვიდრი მოსახლეობის ეროვნული დღის“ აღნიშვნის დროს ეკლესიები თითქმის ერთ დროს დაიწვა.
„წმინდა გულის ეკლესია“ და „წმინდა გრიგოლის ეკლესია“ 100 წლის წინ აშენდა და ერთმანეთისგან 40 კილომეტრით არის დაშორებული. კანადის პოლიციის ინფორმაციით, ორივე ეკლესია მთლიანად დაიწვა.