კანადაში ხანძრის შედეგად სირიელი ლტოლვილების ოჯახის შვიდი მცირეწლოვანი წევრი დაიღუპა
კანადაში ხანძრის შედეგად სირიელი ლტოლვილების ოჯახის შვიდი მცირეწლოვანი წევრი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
ტრაგედია ქალაქ ჰალიფაქსში დილით მოხდა.
სამართალდამცავი უწყების ცნობით, ოჯახის სხვა წევრები, ბავშვების დედა და მამა ამ დროისთვის სამედიცინო ცენტრში იმყოფებიან. როგორც ექიმები აცხადებენ, მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია.
კანადური მედიის ინფორმაციით, დაღუპულების და დაშავებულების ოჯახის წევრები სირიელი ლტოლვილები იყვნენ. როგორც ცნობილია, ოჯახის ყველაზე მცირეწლოვანი წევრი სამი თვის იყო, უფროსი შვილი კი 17 წლის. ისინი სირიიდან კანადაში საცხოვრებლად 2018 წელს გადავიდნენ.