კამპანიის „ღამე მუზეუმში" ფარგლებში, 18 მაისის 21:00 საათიდან მუზეუმებში ღონისძიებები გაიართება
საქართველოს ეროვნული მუზეუმი კამპანიას „ღამე მუზეუმში” უერთდება.
ღონისძიების ფარგლებში, ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციაში შემავალ ყველა მუზეუმში 18 მაისს 21:00-დან 01:00 საათამდე ღია იქნება საგამოფენო სივრცეები, მოეწყობა საგანმანათლებლო პროგრამები, ლექციები, შემეცნებითი თამაშები, კოსტიუმირებული და მუსიკალური წარმოდგენები და სხვა მრავალი აქტივობა ყველა ასაკის ვიზიტორისთვის.
18 მაისს, 21:00-დან 01:00 საათამდე მუზეუმებში შესვლა და პროგრამებში მონაწილეობა თავისუფალია.
ეროვნული მუზეუმი პროგრამას აქვეყნებს, თუ რომელ მუზეუმში, რა აქტივობაა დაგეგმილი:
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი
21:00 – 00:00 საათზე – დროებითი და მუდმივი ექსპოზიციების დათვალიერება;
21:00 – 23:00 საათზე – შემეცნებითი თამაშები და აქტივობები მუზეუმის ფოიეში;
22:00 – 22:45 საათი (ეზო) – საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ანსამბლ „შვიდკაცას” საბავშვო სტუდია დავით ნოზაძისა და ნოკოლოზ კირვალიძის ხელმძღვანელობით;
23:00 – 00:00 საათი (ეზო) – საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლი „მზიური“ გურამ ჯაიანის ხელმძღვანელობით;
21:00 – 22:30 საათზე (ფოიე) – მომღერალთა გუნდი მიხეილ ედიშერაშვილის ხელმძღვანელობით;
21:00 – 00:00 საათზე – კოსტიუმირებული პერფორმანსი და ფოტოსესია „მითოლოგიური ღამე მუზეუმში“.
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა (რუსთაველის გამზირის 11)
21:00 – 01:00 საათზე – დროებითი და მუდმივი ექსპოზიციების დათვალიერება;
22:00 და 23:00 საათზე – ექსკურსია გიდის თანხლებით;
21:30 – 22:30 საათზე – საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მევიოლინეთა ანსამბლი „სი-მი“ ელენე ცარციძის ხელმძღვანელობით;
22:00 – 23:00 საათზე – შემეცნებითი თამაშები და აქტივობები.
იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი – ქარვასლა. (სიონის ქუჩა N8)
19:00 საათზე – კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენის გახსნა;
21:00 – 01:00 საათზე – შენობის ისტორიული ნაწილების, მუდმივი ექსპოზიციისა და დროებითი გამოფენების დათვალიერება;
21:00 – 22:30 საათზე – საგანმანათლებლო პროგრამა „მუზეუმი – ჯადოსნური სამყარო“;
21:00-22:30 საათზე – ქართული ცეკვის სახალხო დამსახურებული ანსამბლი „ეგრისი” გიორგი ფილიშვილის ხელმძღვანელობით.
ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი (ლ. ქიაჩელის ქ. N12)
21:00 – 00:00 საათზე – მუზეუმის დათვალიერება;
21:00-22:30 საათზე – სამუსიკო სკოლა „მუსიკალური ათწლედი”-ის მოსწავლეები.
სიღნაღის მუზეუმი (სიღნაღი, შ. რუსთაველის ჩიხი N8)
21:00 – 01:00 საათზე – მუზეუმის დათვალიერება;
21:00 საათზე – ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი;
21:15 საათზე – შემეცნებითი ვიქტორინა ნიკო ფიროსმანის შემოქმედების ირგვლივ;
22:00 საათზე – პოეზიის საღამო.
სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი (მესტია, ა. იოსელიანის ქ.N7)
21:00-01:00 საათზე – მუზეუმის დათვალიერება;
21:00 საათზე – სვანური ხალხური სიმღერები ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლის შესრულებით;
21:30 საათზე – დოკუმენტური ფილმის ჩვენება;
22:00 საათზე – ქალაქური სიმღერების ანსამბლი „ირინოლა“.
სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი (ახალციხე, რაბათის ციხე, პ. ხარისჭირაშვილის ქ. N1)
21:00-01:00 საათზე – სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის დათვალიერება;
21:00 საათზე – სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა – „მე და ფიროსმანი“.