კამპანია „მეტი უსაფრთხოების“ ფარგლებში, „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ქალაქში მასშტაბურ სამუშაოებს იწყებს
კამპანია „მეტი უსაფრთხოების“ ფარგლებში, „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ქალაქში მასშტაბურ სამუშაოებს იწყებს

სოციალური კამპანია „მეტი უსაფრთხოების“ ფარგლებში, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ დედაქალაქის მასშტაბით, ქსელზე არსებული ჩამკეტი ონკანებისა და ურდულების შეცვლა, აგრეთვე შეპოხვის სამუშაოები დაიწყო, – ამის შესახებ განცხადებას „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მომხმარებლების უსაფრთხოება კომპანიის ნომერ პირველი პრიორიტეტია.

„გაზგამანაწილებელ ქსელზე არსებული ჩამკეტი ონკანები და ურდულები საცხოვრებელ კორპუსებსა და კერძო სახლებზეა დამონტაჟებული, რომელიც ათეული წლებია არ შეცვლილა. სამუშაოების პროცესში დედაქალაქში სულ 60 000 ჩამკეტი ონკანი და ურდული შეიცვლება, ჩასატარებელი სამუშაოების მასშტაბურობიდან გამომდინარე პროცესი ზამთრის სეზონის დადგომამდე გაგრძელდება.

აღნიშნული სამუშაოების დასრულების შაემდეგ მნიშვნელოვნად გაიზრდება უსაფრთხოება, შემცირდება უბედური შემთხვევების რისკი, შემცირდება ბუნებრივი გაზის ტექნიკური დანაკარგი. გაზგამანაწილებელი ქსელი კი უსაფრთხოების თვალსაზრისით გაცილებით საიმედო გახდება.

აღნიშნულ სამუშაოებში კომპანიის 300-მდე თანამშრომელია ჩართული“, – აღნიშნულია განცხადებაში.