კამერუნის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ბამენდაში სკოლაზე თავდასხმისას შეიარაღებულმა პირებმა 80-მდე ადამიანი გაიტაცეს, მათი უმრავლესობა მოსწავლეა.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ბამენდა კამერუნის ინგლისურენოვანი რეგიონია, სადაც სეპარატისტები დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის იბრძვიან. ფრანგულენოვანი მთავრობის წინააღმდეგ პროტესტის ფარგლებში სეპარატისტებმა დასავლეთ კამერუნში „კომენდანტის საათი“ გამოაცხადეს და სკოლები დახურეს.