კამალა ჰარისი პოლიციელის მიერ მოკლული სონია მეისის ოჯახს ტელეფონით ესაუბრა
კამალა ჰარისი პოლიციელის მიერ მოკლული სონია მეისის ოჯახს ტელეფონით ესაუბრა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი პოლიციელის მიერ მოკლული სონია მეისის ოჯახს ტელეფონით ესაუბრა.

ამის შესახებ ინფორმაციას NBC News-ი მოკლულის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.

36 წლის შავკანიანი ქალი ილინოისის შტატის ერთ-ერთი ოლქის შერიფის მოადგილემ ექვს ივლისს მისავე სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლა.

„ამან დღეს თავი ბევრად უკეთ მაგრძნობინა. გულწრფელი სამძიმარი გამოგვიცხადა და გვითხრა, რომ 100%-ით ჩვენს გვერდით არის, რომ ეს უაზრო მკვლელობა უნდა დასრულდეს“, – განუცხადა მედიასაშუალებას სონია მეისის მამამ, ჯეიმს უილბერნმა.

მიმდინარე კვირის დასაწყისში ილინოისის შტატის პოლიციამ გამოაქვეყნა სამხრე კამერის ჩანაწერები, სადაც სროლის მომენტი ჩანს. მომხდარის გამო სანგამონის ოლქის შერიფის მოადგილე შონ გრეისონი, რომელმაც მეისის ცეცხლი გაუხსნა, პოლიციიდან დაითხოვეს და პირველი ხარისხის მკვლელობაში წაუყენეს ბრალი. მას პატიმრობა აქვს შეფარდებული გირაოს უფლების გარეშე. დანაშაული 45-წლიან ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.