კალიფორნიაში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა
კალიფორნიაში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. სამაშველო სამსახურების ასობით თანამშრომელი ათზე მეტი ადამიანის სამძებრო სამუშაოებს კვლავ აგრძელებს.
ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობასა და ღვარცოფს ასზე მეტი საცხოვრებელი სახლის სრული ნგრევა მოჰყვა, 300-მდე სახლი კი დაზიანებულია. ამ დროის მონაცემებით, სანტა ბარბარას საავადმყოფოებში დაზიანებებით გადაყვანილია 28 ადამიანი.
გასული 24 საათის განმავლობაში კი სხვადასხვა დაზიანებით ჰოსპიტალში 163 ადამიანი მიიყვანეს. მათგან ოთხის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ტალახის მასის გამო, კვლავ ბლოკირებულია მთავარი საავტომობილო მაგისტრალის 50 კილომეტრზე მეტი.
ტერიტორიიდან ევაკუირებულია 30 000 ადგილობრივი მცხოვრები.