კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრის ჩაქრობა კვლავ ვერ ხერხდება.
სტიქიას 9 ათასამდე მეხანძრე ებრძვის. რამდენიმე ადგილას ცეცხლის კერების ნეიტრალიზების მიუხედავად, აშშ-ში შიშობენ, რომ ძლიერი ქარი ხანძარს ისევ გააძლიერებს.
კალიფორნიის გუბერნატორის თქმით, სტიქიის მიზეზი კლიმატური ცვლილებებია და მსგავსი ხანძრები შესაძლოა, ყოველწლიურად განმეორდეს.
ძლიერმა სტიქიამ კალიფორნიაში ასობით სახლი გაანადგურა, ხელისუფლებამ 200 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.