კალათბურთში სუპერლიგის გათამაშების 18-ე ტურის მატჩებს დღეს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა
კალათბურთში სუპერლიგის გათამაშების 18-ე ტურის მატჩებს დღეს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა

სუპერლიგის გათამაშების 18-ე ტურის ცენტრალურ მატჩში სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე მყოფმა “ქუთაისმა” დღეს მეორეადგილოსან “დინამოს” ანგარიშთ 85:79 მოუგო.

მარნეულის “დელტამ” “კაკტუსს” 106:95 სძლია, ხოლო “ოლიმპმა” “სოხუმთან” შედეგით 94:78 იმარჯვა.

18-ე ტურის ბოლო მატჩი ხვალ გაიმართება. “ბათუმისა” და “რუსთავის” მატჩი ხვალ 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.