კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდები რუსთაველის თეატრში 29 და 30 აპრილს გაიმართება
კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება რუსთაველის ეროვნულ თეატრში 29 და 30 აპრილს, 15:00-დან 19:00 საათამდე.
ინფორმაციას ამის შესახებ რუსთაველის თეატრი ავრცელებს.
თეატრისვე ცნობით, კახი კავსაძეს რუსთაველის ეროვნული თეატრიდან შაბათს, პირველ მაისს 14:00 საათზე გამოასვენებენ.
ლეგენდარული მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა. საქართველოს სახალხო არტისტი ბოლო რამდენიმე კვირა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.