კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდები რუსთაველის თეატრში 29 და 30 აპრილს გაიმართება

21:46, 27.04.2021

კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება რუსთაველის ეროვნულ თეატრში 29 და 30 აპრილს, 15:00-დან 19:00 საათამდე.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსთაველის თეატრი ავრცელებს.

თეატრისვე ცნობით, კახი კავსაძეს რუსთაველის ეროვნული თეატრიდან შაბათს, პირველ მაისს 14:00 საათზე გამოასვენებენ.

ლეგენდარული მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა. საქართველოს სახალხო არტისტი ბოლო რამდენიმე კვირა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

მსგავსი