კახეთისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს
კახეთისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კალანდაძე დაინიშნა. ამ დრომდე ის შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას ფლობდა.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად კი, პოლიციის პოლკოვნიკი ვალერი თელია დაინიშნა, რომელიც მანამდე აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.
შსს-ს ცნობით, თეიმურაზ კალანდაძეს და ვალერი თელიას სამართალდამცავ სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. სხვადასხვა წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებში ისინი ხელმძღვანელის პოზიციებს ფლობდნენ.