კახაბერ საბანაძე - ცრემლსადენი გაზის გამოყენების ფაქტს კატეგორიულად უარვყოფთ
კახაბერ საბანაძე - ცრემლსადენი გაზის გამოყენების ფაქტს კატეგორიულად უარვყოფთ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე კახაბერ საბანაძე აცხადებს, რომ გუშინ ცესკოს-თან აქციის მონაწილეების მიმართ არ ყოფილა გამოყენებული ცრემლსადენი გაზი.

„ჩვენი მხრიდან ცრემლსადენი გაზის გამოყენების ფაქტს კატეგორიულად უარვყოფთ და ხაზს ვუსვამთ, რომ ცრემლსადენი გაზი აქციის მონაწილეების მიმართ არ ყოფილა გამოყენებული. აქვე ავხსნი, რომ იმ დანაყოფის პირადი შემადგენლობის აღჭურვილობაში არის სპეციალური საშუალება ე.წ. წიწაკის სპრეი, რომელიც საჭიროების მიხედვით შეიძლება, გამოყენებული იყოს, მაგრამ ეს არ არის ცრემლსადენი გაზი, სხვაობა დიდია. ეს არის აეროზოლი, სპრეი“, – განაცხადა კახაბერ საბანაძემ.