კახაბერ საბანაძე - წყლის ჭავლი გამოყენებული იყო აქციის იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც ძალადობდნენ პოლიციელებზე და ცდილობდნენ ცესკო-ს შენობაში შეჭრას 
კახაბერ საბანაძე - წყლის ჭავლი გამოყენებული იყო აქციის იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც ძალადობდნენ პოლიციელებზე და ცდილობდნენ ცესკო-ს შენობაში შეჭრას 

წყლის ჭავლი გამოყენებული იყო იმ მიმართულებით, საიდანაც მომდინარეობდა საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების მიმართ საფრთხე, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ ჟურნალისტს განუცხადა.

მისი თქმით, წყლის ჭავლი გამოიყენეს აქციის მხოლოდ იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც ძალადობდნენ პოლიციელებზე და ცდილობდნენ ცესკო-ს შენობაში შეჭრას.

„წყლის ჭავლი გამოიყენეს იმ მიმართულებით, საიდანაც მომდინარეობდა საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების მიმართ საფრთხე. განსაზღვრა, თუ სად იდგა მედიის წარმომადგენელი, მერწმუნეთ, აქციის მართვის პროცესში იყო რთული, თუმცა დამიზნებით წყლის ჭავლის გაშვება არ მომხდარა. წყლის ჭავლი გამოიყენეს მხოლოდ იმ პროტესტანტთა მიმართ, რომლებიც ძალადობდნენ პოლიციელებზე და ცდილობდნენ შეჭრას ცესკო-ს შენობაში“, – განაცხადა კახაბერ საბანაძემ.