კახა ოქრიაშვილი, დავით ჭიჭინაძე, ბიძინა გეგიძე, ნატო ჩხეიძე, ემზარ კვიციანი და ალექსანდრე ერქვანია საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმას არ მისცემენ
დეპუტატ კახა ოქრიაშვილის მსგავსად, საკონსტიტუციო ცვლილებებს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მყოფი კიდევ რამდენიმე დეპუტატი არ დაუჭერს მხარს.
შესაბამისი განცხადებები დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე გააკეთეს დავით ჭიჭინაძემ, ბიძინა გეგიძემ, ნატო ჩხეიძემ, ემზარ კვიციანმა და ალექსანდრე ერქვანიამ. რაც შეეხება დეპუტატ კახა ოქრიაშვილს, თავისი პოზიციის შესახებ მან რიგგარეშე სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს.
საკონსტიტუციო ცვლილებებს საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველო“ მხარს უჭერს. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში არ მონაწილეობს საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“.