პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში რუსთავში შეხვედრა გამართა.
კუკავამ მოსახლეობას საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.
„შეჩერდეს სხვადასხვა ქვეყნებიდან მიგრანტების მიღება, გამოუცხადოს სახელმწიფომ ყველანაირ ნარკოტიკს ბრძოლა, მათ შორის მარიხუანას“, – ეს იყო დღევანდელ საარჩევნო შეხვედრაზე მთავარი მესიჯები, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატმა გააჟღერა.