კახა კუჭავა - საქართველოს მრავალფეროვანი ბუნების მსოფლიო აღიარება მოიზიდავს ტურისტებს, გაზრდის ქვეყნის ცნობადობას და ხელს შეუწყობს საქართველოში ეკოტურიზმის განვითარებას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა საქართველოს ოთხი დაცული ტერიტორიისთვის იუნესკო-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას ეხმაურება.
როგორც კახა კუჭავა სოციალურ ქსელში წერს, ეს მოვლენა მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის.
„საქართველოს მრავალფეროვანი ბუნების მსოფლიო აღიარება – მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებს, კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს, როგორც უნიკალურ კოლხურ ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს, იუნესკო-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.
ეს ისტორიული მოვლენა მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. იგი მოიზიდავს ვიზიტორებსა და ტურისტებს, კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ქვეყნის ცნობადობას და რაც განსაკუთრებით მახარებს, ხელს შეუწყობს საქართველოში ეკოტურიზმის განვითარებას“, – წერს კახა კუჭავა.