კახა კუჭავა - ჟურნალისტების საქმიანობაში ხელშეშლა და ძალადობა არ უნდა მოხდეს, ყველა მსგავს ქმედებას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს
წარმოუდგენლად მიუღებელი ფაქტი მოხდა. ეს უნდა იყოს აღკვეთილი და ყველა ადამიანის უფლება ბოლომდე დაცული, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას.
კუჭავა აცხადებს, რომ ჟურნალისტის საქმიანობას ხელი არ უნდა შეეშალოს.
„ჟურნალისტების საქმიანობაში ხელშეშლა და მსგავსი ძალადობა არ უნდა მოხდეს. ყველა იმ ქმედებას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს, რომელიც მიმართულია განსაკუთრებით ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლის თვალსაზრისით. სამწუხაროდ, დაძაბული, პოლარიზებული სიტუაციაა და ყველას მართებს სიფრთხილე. განსაკუთრებით, როცა თანამდებობის პირი ხარ, მაგალითი უნდა იყო, ჟურნალისტთან როგორ იურთიერთო და ამით არ დაუშვა ნებისმიერი სახის ძალადობა“, – განაცხადა კუჭავამ.
ქვემო ქართლში „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.