კახა კალაძე ბახმუტთან დაღუპულ ქართველი მებრძოლების ოჯახებს უსამძიმრებს
დედაქალაქის მერი კახა კალაძე უკრაინაში, ქალაქ ბახმუტთან დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს უსამძიმრებს.
კახა კალაძის თქმით, თითოეული ქართველის გარდაცვალება ძალიან მძიმეა.
„ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა თითოეული ქართველის გარდაცვალება, სადაც არ უნდა იყოს. ეს ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმესია. მინდა, მშვიდობა ვუსურვო საქართველოს, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.