კახა კალაძე - ვინც კანონს დაარღვევს, უმკაცრესად აგებს პასუხს, პრივილეგირებული ადამიანები ვერ იქნებიან
კახა კალაძე - ვინც კანონს დაარღვევს, უმკაცრესად აგებს პასუხს, პრივილეგირებული ადამიანები ვერ იქნებიან

ვინც კანონს დაარღვევს, უმკაცრესად აგებს პასუხს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის, თემურ აბაზოვის დაკავების საკითხზე დასმულ კითხვაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, თემურ აბაზოვის დაკავების შესახებ მედიით შეიტყო.

„არ მქონდა შესაძლებლობა, გამერკვია, რა მოხდა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება „ქართული ოცნების“ წევრი, ჩვენი თანაგუნდელი, ვინც კანონს დაარღვევს, უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე. ჩვენთვის მთავარი და უზენაესი არის კანონი. ყველსათვის უნდა იყოს ასე და პრივილეგირებული ადამიანები ვერ იქნებიან“, – განაცხადა კალაძემ.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მარნეულში მცხოვრები პირი საჯარო, დამამცირებელ ბოდიშს იხდის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის თემურ აბაზოვის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით მარნეულის სათემო რადიომ და სტუდია „მონიტორმა“ რეპორტაჟები მოამზადეს. რეპორტაჟში საუბარია, რომ პირი, რომელიც სავარაუდოდ დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლია, რამდენიმე დღის წინ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე ჩაწერილ ვიდეოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, მოგვიანებით, სოციალურ ქსელშივე გავრცელდა ვიდეო, სადაც ის დამამცირებელ გარემოებებში ბოდიშს იხდის.

მარნეულში ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყოდაკავებულია მარნეულის მერი თემურ აბაზოვი და პასუხისგებაშია მიცემული სამი პირი, მათ შორის საკრებულოს წევრები.