კახა კალაძე - უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს ჩვენს მეგობარ ქვეყნას, ამ მძიმე წუთებში საქართველო თურქი ხალხის გვერდითაა
უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს ჩვენს მეგობარ ქვეყნას, თურქეთს, შემზარავმა მიწისძვრამ ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, – ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე წერს.
„ამ მძიმე წუთებში საქართველო თურქი ხალხის გვერდითაა. მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრების, მთელი თურქი ხალხის გულისტკივილს! დაზარალებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!“ – წერს კალაძე „ფეისბუქში“.
ძლიერი მიწისძვრა თურქეთში დღეს, გამთენიისას მოხდა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად ქვეყანაში 912 ადამიანია დაღუპული და 5 385 დაშავებული. თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ 100-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. მათ შორის რვა მათგანის სიმძლავრე რიხტერის შკალით 7 მაგნიტუდას აღემატებოდა.
ოფიციალური ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.
ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო ქვეყნის საელჩოსა და გენერალური საკონსულოების ცხელი ხაზის ნომრები გაავრცელა.