თურქეთში განმეორებითი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა
თურქეთში განმეორებითი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში განმეორებითი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა. „ბიბისის“ ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ქაჰრამანმარაშთან ახლოს იყო.

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ 100-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. მათ შორის 8 მათგანის სიმძლავრე რიხტერის შკალით 7 მაგნიტუდას აღემატებოდა.

ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში დაღუპულია 1 200-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის მხოლოდ თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 900-ს აღემატება. დაშავებულია ათასობით ადამიანი.

ოფიციალური ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა.