რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ამ დროის მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად 912 ადამიანია დაღუპული, 5 385 კი დაშავებული
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ამ დროის მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად 912 ადამიანია დაღუპული, 5 385 კი დაშავებული

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ამ დროის მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად თურქეთში 912 ადამიანია დაღუპული და 5 385 დაშავებული.

სტიქიით დაზარალებულ 10 რეგიონში სამძებრო-სამაშველო ოპერაციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

მსხვერპლია სირიის მხარესაც, სადაც, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 400-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 250-მდე სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, 150-ზე მეტი კი მეამბოხეების მიერ კონტროლირებადზე.