კახა კალაძე - რთულია შეფასება, რა მოხდა გუშინ, წინასწარ განზრახული იყო ეს თუ შემთხვევითობა
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რთულია გუშინ რუსეთში განვითარებული მოვლენების შეფასება.
მისივე თქმით, ამის თაობაზე ბევრი არასწორი მოსაზრება გავრცელდა.
„ძალიან რთულია შეფასება, რა იხარშებოდა გუშინ კრემლში. ამიტომ ჩვენ ძალიან ბევრი სასაცილო და უაზრო შეფასება მოვისმინეთ პოლიტიკოსებისა და კონკრეტული ე.წ. ექსპერტების მხრიდან. რთულია შეფასება, რა მოხდა გუშინ. წინასწარ განზრახული იყო, დაგეგმილი იყო თუ შემთხვევითობა იყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.