თბილისის მერი კახა კალაძე ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს.
„ვულოცავ ჯო ბაიდენს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად ფიცის დადებას. მინდა, ბაიდენს წარმატებული პრეზიდენტობა ვუსურვო“, – წერს კალაძე „ტვიტერზე“.
ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.