კახა კალაძე - მინდა, ჯო ბაიდენს წარმატებული პრეზიდენტობა ვუსურვო
კახა კალაძე - მინდა, ჯო ბაიდენს წარმატებული პრეზიდენტობა ვუსურვო

თბილისის მერი კახა კალაძე ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს.

„ვულოცავ ჯო ბაიდენს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად ფიცის დადებას. მინდა, ბაიდენს წარმატებული პრეზიდენტობა ვუსურვო“, – წერს კალაძე „ტვიტერზე“.

ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.