კახა ბექაური - “მაუწყებლობის შესახებ“ კანონი ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად მომზადდა 
კახა ბექაური - “მაუწყებლობის შესახებ“ კანონი ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად მომზადდა 

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონს ჩემი დაცვა არ სჭირდება, რადგან ის დაცულია და ევროპის ქვეყნებში საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ არსებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისადაა მომზადებული, – ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა განაცხადა.

რაც შეეხება რეკლამას, ბექაურის განცხადებით, აღნიშნული კანონი სხვა მაუწყებლების სარეკლამო შემოსავალზე გავლენას ვერ მოახდენს.

“ყველა საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს რეკლამა შეზღუდული ოდენობით. სხვათაშორის, ევროპის ქვეყნებში მეტია რეკლამა, ვიდრე ამ კანონით არის გათვალისწინებული. არაფერი არაორდინალური არ ხდება და ჩემი დაცვა ამ კანონს არ სჭირდება.

ეს კანონი სხვა მაუწყებლების სარეკლამო შემოსავალზე ვერ აისახება. სულ საუბარია ბაზრის დაახლოებით 1 პროცენტზე. როგორ შეიძლება ამან გავლენა მოახდინოს სარეკლამო ბაზარზე“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

საქართველოს პარლამენტმა “მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის ვეტო გუშინ დაძლია.