პარლამენტმა ვეტო დაძლია

83 მომხრე, 13 წინააღმდეგი – მაუწყებლობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია.

გიორგი მარგველაშვილს დოკუმენტზე ხელმოსაწერად შვიდდღიანი ვადა აქვს. უარის შემთხვევაში კანონი პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით შევა ძალაში. შესყიდვები და კომერციული რეკლამის განთავსება ის ორი საკითხი იყო, რის გამოც პრეზიდენტმა პარლამენტს ერთი თვის წინ კანონი მოტივირებული შენიშვნებით უკან დაუბრუნა. პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრას წინ პოლიტიკური დებატები უძღოდა. იმ 13 დეპუტატს შორის, რომლებმაც პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონის წინააღმდეგ მისცეს ხმა, საპარლამენტო უმრავლესობის ერთი წევრიც იყო.

ვეტოს დაძლევას არაერთგვაროვანი პოლიტიკური რეაქციები მოჰყვა.

სალომე ქოქიაშვილს ჩავრთავთ პარლამენტიდან.