პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია

83 მომხრე, 13 წიანააღმდეგი – პრეზიდენტის რიგით მეთერთმეტე ვეტო დაძლეულია.

მაუწყებლობის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს კანონმდებლებმა რამდენიმე წუთის წინ უყარეს კენჭი. მანამდე მოტივირებული შენიშვნები დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა კიდევ ერთხელ გააცნო.

ქუთაისიდან სალომე ქოქიაშვილი განაგრძობს თემაზე საუბარს.